თურქმენეთის პრეზიდენტი ცოცხალია

თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი ცოცხალია. მანამდე გავრცელებული ინფორმაცია კი, თითქოს, ბერდიმუჰამედოვი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, არ დასტურდება.

რამდენიმე დღის წინ “ევრაზიული პრობლემების მონიტორინგის ცენტრის“ დირექტორმა ასლან რუბაევმა Govoritmoskva-ს უთხრა, თითქოს თურქმენეთის პრეზიდენტი გარდაიცვალა. ის ამბობდა, რომ ცნობა ბერდიმუჰამედოვის გარდაცვალების შესახებ “ნაცნობი ბიზნესმენებისგან“ მიიღო. თავის მხრივ კი ეს წყაროები ადგილობრივების ინფორმაციას ეყრდნობოდა.

მანამდე ინფორმაცია პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ Telegram-ის ერთ-ერთმა არხმა, El-Murid-მა და YouTube-ის ოპოციზიურმა ანგარიშმა, «Свободный Туркменистан»-მა გაავრცელეს. გარდაცვალების მიზეზად კი ავადმყოფობა სახელდებოდა.

რუბაევმა შემდგომ თავადვე უარყო ინფორმაცია და ფეისბუკზე დაწერა, რომ პრეზიდენტის ოჯახსა და ახლობლებს ბოდიშს უხდის.

Govoritmoskva-ს თქმით, გურბანგული ბერდიმუჰამედოვი 5 ივლისის შემდეგ მედიაში აღარ გამოჩენილა, 15 ივლისს კი  თუქმენეთის ოფიციალურმა უწყებებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ პრეზიდენტი შვებულებაში გავიდა.

თურქმენეთის პრეზიდენტი ინტერნეტში მისი ვიდეოებითაა ცნობილი. ერთ-ერთი ასეთ ვიდეოში მან და მისმა შვილიშვილმა ცხენს უმღერეს.

თურქმენეთის პრეზიდენტმა თავის ცხენს უმღერა [ვიდეო]

მანამდე კი ერთად რეპი შეასრულეს.

https://www.youtube.com/watch?v=qUtG9umhiow