19 წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს 2017 წელს საქართველო უმასპინძლებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, უეფამ დამაკმაყოფილებლად მიიჩნია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ჩემპიონატის მასპინძლობაზე შეტანილი განაცხადი.

 

აღმასკომის ეს გადაწყვეტილება უეფას გენერალურმა მდივანმა – ჯანი ინფანტინომ სხდომის დასრულებისთანავე გაახმიანა.

 

„ეს არის ძალიან კარგი ახალი ამბავი! ჩვენი ქვეყნისთვის და ქართული ფეხბურთისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება“ – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.

უეფას 19 წლამდელთა ჩემპიონატი
უეფას 19 წლამდელთა ჩემპიონატი