აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც კოალიციის ლიდერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ირაკლი კობახიძე დაკისრებულ მოვალეობას თავს წარმატებით გაართმევს და ხელს შეუწყობს პარტიული სტრუქტურის კიდევ უფრო გაძლიერებას, აღნიშნულია “ქართული ოცნების” ფეისბუქის გვერდზე.
