ფეისბუკი, ინსტაგრამი და ვოთსაპი შეფერხებით მუშაობს

სოციალური ქსელები, “ფეისბუკი”, “ინსტაგრამი” და “ვოთსაპი”, შეფერხებით მუშაობს. სამივე პლატფორმას კორპორაცია ფეისბუკი ფლობს.

ხარვეზის შედეგად სოციალური ქსელების მომხმარებლების ნაწილი საიტისა და აპლიკაციების გამოყენებას ვერ ახერხებს.

Down Detector-ის მიხედვით, პრობლემა პლატფორმებზე თბილისის დროით 16:00 საათიდან გაჩნდა და შეეხო მომხმარებლებს საქართველოდან, საბერძნეთიდან  და ბულგარეთიდან.

რამ გამოიწვია შეფერხება, ჯერჯერობით უცნობია.