ოთხშაბათს აქციის ფარგლებში რუსთაველზე “წიგნის დღე” გაიმართება

ოთხშაბათს პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქციის ფარგლებში “წიგნის დღე” გაიმართება. ორგანიზატორების ცნობით, აქციას ამ ეტაპზე უერთდებიან:

“გარდა გამომცემლობებისა, გვექნება აქციის ორგანიზატორების სტენდი, რომელთანაც შეგიძლიათ მოიტანოთ თქვენი წიგნები, რომლებსაც ჩვენ გავყიდით და შემოსულ თანხას გადავრიცხავთ აქციის ორგანიზებისთვის გამოყოფილ ანგარიშზე.

აქციის მოთხოვნა უცვლელია:

“გავრილოვის ღამეზე” პასუხისმგებელი შს მინისტრი, გიორგი გახარია უნდა გადადგეს!

ქვეყნის სამსახურში გელოდებით”, – ნათქვია აქციის ანონსში.

აქცია ხვალ, 17 ივლისს, 19 საათზე დაიწყება.