თბილისში “აიტექნიკსის“ მაღაზია გაქურდეს

თბილისში, პეკინის ქუჩაზე, “აიტექნიკსის“ მაღაზია გაქურდეს. ინფორმაციას ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.

უწყებაში ამბოენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. ეს მუხლი თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე ითვალისწინებს.