19 იანვარს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. სააგენტო news.am წერდა, რომ ახალშობილს თირკმლისა და გულის უკმარისობა გაუმწვავდა, რის გამოც იგი პერიტონიალური დიალიზით მკურნალობაზე გადაიყვანეს.
12 იანვარს, ავეტისიანების ოჯახში მომხდარი მკველობის შემდეგ, დანით დაჭრილი ექვსი თვის სერჟ ავეტისიანი სამკურნალოდ ერევანში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, ბავშვს დანით მრავალჯერადი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
12 იანვარს ქალაქ გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის 6 წევრი მოკლული იპოვეს.
მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვია, რომელიც ამ დრომდე არ გადაუციათ სომხეთის სამართალდამცავი ორგანოებისთვის.
პერმიაკოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით არის აღძრული – დეზერტირობისთვის და მკვლელობისთვის.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |