ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალი კანონით აფხაზეთის მოქალაქეებს რუსეთში სამუშაოდ სპეციალური დოკუმენტი დასჭირდებათ

19 იანვარი, 2015 • 1243
ახალი კანონით აფხაზეთის მოქალაქეებს რუსეთში სამუშაოდ სპეციალური დოკუმენტი დასჭირდებათ

ეს ცვლილება არ ეხებათ აფხაზეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, განუცხადა “სპუტნიკ აფხაზიას” აფხაზეთის შრომის, დასაქმებისა და სოციალური დაცვის მინისტრმა სურენ კერსელიანმა.


პატენტის მიღების მსურველმა რუსეთის ტერიტორიაზე შესვლიდან 30 დღის განმავლობაში უნდა მიმართოს მიგრაციის ფედერალური სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს. კონკრეტული დოკუმენტების ჩამონათვალის გარდა, ახალი წლიდან პატენტის მიღების მსურველმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა რუსული ენის სავალდებულო გამოცდაც უნდა ჩააბარონ. ეს არ ეხებათ მხოლოდ “მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებს” – წერს “სპუტნიკ აფხაზია”.



მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 





მასალების გადაბეჭდვის წესი