“სახელმწიფო გვერდზე დაუდგება ოჯახს. მინდა დაღუპულის ოჯახს მივუსამძიმრო, ეს არის ნამდვილად ღირსეული ქართველი, ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პროფესიონალური წვლილი შეიტანა საერთაშორისო მისიებში”, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.
უკრაინის მხარდასაჭერად მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი გუშინ დაიღუპა. ოჯახის ინფორმაციით, იგი უკრაინაში ომის დაწყებამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და ერაყის, ასევე ავღანეთის საერთაშორისო მისიებში აქვს მონაწილეობა მიღებული.