ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ეუთოს თავმჯდომარე ბაქოსა და ერევანს ეწვევა

12 იანვარი, 2015 • 1326
ეუთოს თავმჯდომარე ბაქოსა და ერევანს ეწვევა

სერბეთი, როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, აპირებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის მოგვარებას, განაცხადა დაჩიჩმა გასული წლის სექტემბერში აზერბაიჯანსი ვიზიტის დროს.

 

“მთიანი ყარაბაღის საკითხი იქნება პრიორიტეტი სერბეთისთვის, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნისთვის. ახალ ფორმატზე ლაპარაკი ჯერ, რა თქმა უნდა, ნაადრევია, მაგრამ ჩვენ ობიექტურად ვიმუშავებთ ყველა მხარესთან”, – განაცხადა მან.

 

დაჩიჩმა პირობა დადო, რომ ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში უპირველესად კონფლიქტებისა და კრიზისების მოგვარებაზე იმუშავებს.

 

“მე კვლავ ჩამოვალ ამ რეგიონში და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კონფლიქტის მოგვარებას მივაღწიოთ”, – განაცხადა სერბეთის ვიცე-პრემიერმა.


ივიცა დაჩიჩი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და სერბეთის ვიცე-პრემიერი;  ფოტო: trend.az
ივიცა დაჩიჩი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და სერბეთის ვიცე-პრემიერი; ფოტო: trend.az



  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი