“ლასკოვი მაი“ საქართველოს ბოიკოტს უცხადებს

რუსული საბჭოთა ბოი-ბენდი, “ლასკოვი მაი (Ласковый май)“  გიორგი გაბუნიას გინების შემდეგ საქათველოში გასტროლებს აღარ გამართავს. ამის შესახებ ინსტაგრამზე მათი პროდუსერი, ანდრეი რაზინი წერს.

განცხადებაში რაზინი გიორგი გაბუნიას უცენზუროდ მოიხსენებს და ამბობს, რომ “ლასკოვი მაი“ საქართველოში გასტროლებს აღარასდროს ჩაატარებს.

“მივმათავ ყველა რუს არტისტს, მიბაძონ ჩვენს მაგალითს და აღარასდროს ჩავიდნენ საქართველოში,“- წერს ის.

“ლასკოვი მაი“ საბჭოთა ბოი-ბენდია, რომელიც 1986 წელს ჩამოყალიბდა და 1992 წელს დაიშალა, მას შემდეგ, რაც სოლისტმა, იური შატუნოვმა სოლო კარიერა გააგრძელა.

https://www.youtube.com/watch?v=BPsRX7m6CX4


ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ 7 ივლისის გადაცემა რუსულ ენაზე დაიწყო და  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა, მათ შორის -გარდაცვლილი დედა და მამა. არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ მალევე განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია გამოხატვის ამგვარი ფორმა. ბოდიში მოიხადა “კვირის აქცენტების” წამყვანმა ეკა კვესიტაძემაც.

რუსთავი 2-ის წამყვანის მიერ პუტინის გინებას მყისიერად გამოეხმაურნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი და შეაფასეს როგორც პროვოკაცია და დესტაბილიზაციის მცდელობა. კახა კალაძემ ისიც განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დატოვონ, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ჟურნალისტის საქციელი შეაფასონ.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა ბოდიში მოიხადა გაბუნიას გინების გამო, ამასთანავე, განაცხადა, რომ “კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებს და მუქარებს საპასუხო მკაცრი რეაგირების თაობაზე”.