ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

თბილისში დემონსტრაციების დაწყებიდან მე-17 დღეს მოქალაქეებმა მსვლელობა მოაწყვეს რუსთაველის გამზირიდან ბიძინა ივანიშვილის სასახლისკენ. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის რეზიდენციასთან დემონსტრანტები კვლავ სკანდირებენ “გახარია წადი”. ისინი სასტვენებით, საქართველოს ჰიმნით და ხმაურით ცდილობენ ხმა მიაწვდნინონ მმართველი პარტიის ხელმძღვანელს.

ნახეთ მსვლელობის და აქციის ამსახველი ვიდეო: