დაიგეგმა აქცია: „მე არ ვარ გავრილოვი, რუსეთის მოქალაქეები ერთიანი საქართველოსთვის“

9 ივლისს, თბილისში, პარლამენტის წინ, 14:00 საათზე დაგეგმილია აქცია, მოწოდებით „მე არ ვარ გავრილოვი — რუსები ერთიანი საქართველოსთვის“.

აქციის ორგანიზატორად მითითებული ფეისბუკის ჯგუფი „სასაზღვრო ზონა“. მისი ხელმძღვანელი, საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქე ეგორ კუროპტევი, წერს, რომ გადაწყვიტა, რუსეთისგან საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისა და პროპაგანდის წინააღმდეგ გამოვიდეს. მან საქართველოს უწოდა „ყველაზე უსაფრთხო და თავისუფალი ქვეყანა“.

საორგანიზაციო ჯგუფი საქართველოში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებსა და ტურისტებს, რომლებსაც არ მოსწონთ კრემლის პოზიციონირება საქართველოსთან მიმართებით, მოუწოდებს, შეუერთდნენ აქციას. „დაიღალეთ პუტინით? გაატარეთ ზაფხული საქართველოში“.

მოწოდება