საქართველოსთან ფრენების შეჩერების გამო EU რუსეთს აკრიტიკებს

ევროკავშირი რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეჩერებასთან დაკავშირებით უსამართლოს და არაპროპორციულს უწოდებს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა უწყების პრესსპიკერის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ამავე განცხადების მიხედვით, ბოლო დროს რუსეთსა და საქართველოს შორის განვითარებული პროცესები შეიცავს რისკს, რაც ორივე ქვეყნის მოქალაქეების მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება.

ევროკავშირი ასევე ნეგატიურად აფასებს ენგურის გადასასვლელის ჩაკეტვას.

ევროკავშირი ასევე მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.