გიგი უგულავას პოლიცია ტვ პირველის შენობასთან დახვდა

გიგი უგულავას ტვ პირველის შენობასთან პოლიცია დახვდა და მოწმის სახით გამოკითხვაზე დაბარების უწყების ჩაბარება სთხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ტვ პირველი ავრცელებს. სწორედ ამ ტელევიზიაში იმყოფებოდა უგულავა ინტერვიუზე.

უგულავას ცნობით, საქმე ეხება 20 ივნისის მოვლენებს. ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მან უწყება არ ჩაიბარა და მზადაა ჩვენება მაგისტრ მოსამართლესთან მისცეს. უგულავას პოზიციაა, რომ მზადაა გამომძიებელს ჩვენება მისცეს, თუ მანამდე ამას შს მინისტრი გიორგი გახარია გააკეთებს.

როგორც ცნობილია, პროკურატურამ 20 ივნისის საქმეზე ბრალი ენმ-ის ლიდერ ნიკა მელიას წაუყენა.