ფეისბუკი ქსელის შეფერხებას ტვიტერზე გამოეხმაურა

ფეისბუკი თავის ქსელზე (ასევე ინსტაგრამსა და ვოთსაპზე) არსებულ შეფერხებას ტვიტერზე ეხმაურება და მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.

“ჩვენთვის ცნობილია, რომ ზოგიერთ მომხმარებელს შეექმნა პრობლემა ვიდეოების, სურათების ატვირთვის და გაგზავნის თვალსაზრისით ჩვენი აპლიკაციის გამოყენებისას. ჩვენ ვწუხვართ ამ პრობლემის გამო და ვმუშაობთ იმისათვის, რომ  პრობლემა გამოვასწოროთ რაც შეიძლება სწრაფად”, – აცხადებს ფეისბუკი.

We’re aware that some people are having trouble uploading or sending images, videos and other files on our apps. We’re sorry for the trouble and are working to get things back to normal as quickly as possible. #facebookdown

— Facebook (@facebook) July 3, 2019