შსს-ს საიტს ვიდეოჯარიმების ონლაინ გადახდის ფუნქცია დაემატა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდს ვიდეოჯარიმების ონლაინ გადახდის ფუნქცია დაემატა.

შსს-ს განცხადებით, დღეიდან მოქალაქეებს საშუალება აქვთ, ერთ ვებ-გვერდზე ნახონ ვიდეოჯარიმის სტატუსი და მისი არსებობის შემთხვევაში, ამავე გვერდზე, ყველაზე დაბალი საკომისიო გადასახადით (1%) შეძლონ საჯარიმო ქვითრის გადახდა.

როგორც შსს აცხადებს, გადახდა შესაძლებელია მობილური ტელეფონის საშუალებითაც.