როგორ გამოიყურება ახალი 10-ლარიანი [ფოტო]

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საზოგადოებას 10 ლარის ნომინალის ახალი ბანკნოტი წარუდგინა. ახალი ბანკნოტები მიმოქცევაში პირველი ოქტომბრიდან ჩაეშვება.

ბანკნოტის წინა მხარეს კვლავ აკაკი წერეთელია გამოსახული, თუმცა პორტრეტი ამჟამინდელისაგან განსხვავებულია. ბანკნოტის წინა მხარეს ასევე გამოსახულია აკაკის ლექსი გაზაფხული.

10-ლარიანის უკანა მხარეს, ისევე როგორც წინა ბანკნოტზე, კვლავ დავით კაკაბაძის “იმერეთი დედაჩემია” წარმოდგენილი.