18-20 ივლისის ბათუმი შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზ ფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ: კორი ჰენრი (CORY HENRY & The Funk Apostles (USA)); ჯგუფი მოკუმოკუ (MokuMoku (GEO)), ფანკ-ჯგუფი „Kraak & Smaak“, ინკოგნიტო (INCOGNITO (UK)), ფესტივალის ოფიციალური რეზიდენტ Dj არის არტისტი დავით მაჩაიძე – DJ. MACHAIDZE.
ფესტივალი 18 ივლისს ტრადიციულად ბათუმის ჩოგბურთის კლუბში ჩატარდება. პირველ საფესტივალო დღეს კონცერტს კორი ჰენრი და ბენდი – „The Funk Apostles“ გამართავენ. 19 ივლისს, ჯაზ-ფესტივალის მეორე დღეს, მსმენელის წინაშე ჯერ ჯგუფი MOKUMOKU წარდგება, რომლის შემდეგაც სცენას ჰოლანდიური ფანკ-ჯგუფი „Kraak & Smaak“ დაიკავებს. ფესტივალს 20 ივლისს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი – „ინკოგნიტო“ დახურავს.
შავი ზღვის რიგით მე-13 ჯაზ ფესტივალის ბილეთები ონლაინ TKT.GE-ზე იყიდება. თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის ონლაინ და სალაროში შეძენილ ბილეთებზე 20% ქეშბექი იმოქმედებს.
კომპანია “EASTERN PROMOTIONS” უერთდება კამპანიას “SPEND YOUR SUMMER IN GEORGIA” და 100 ტურისტს , რომლებიც გადაწყვეტენ ამ პერიოდში საქართველოში დასვენებას გადაეცემათ ფესტივალის აბონიმენტი. პირობა: ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე , ვინც fb გვერდზე დაწერს : 20 % of Georgia is occupied by Russia, I’m coming to Georgia at Black Sea Jazz Festival 18-20 july , #spendyoursummeringeorgia:
“პოსტის დამწერ პიროვნებას თავად დავუკავშირდებით ფეისბუქის საშუალებით და ჩამოსვლისთანავე გადავცემთ ფესტივალის აბონიმენტს,” – აღნიშნულია ფესტივალის ჯგუფის გავრცელებულ განცხადებაში.
ფესტივალის მხარდამჭერია: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ფესტივალი “Check in Georgia”-ს ფარგლებში ტარდება.
ფესტივალის მედიამხარდამჭერები: ნეტგაზეთი, ბათუმელები, ტელეკომპანია იმედი, არტარეა, Music Box, The Financial, Georgia TODAY, OK, Marketer, რადიო ფორტუნა, რადიონ NRJ, რადიო უცნობი, STAR FM.
[blue_box]ინფორმაცია ფესტივალში მონაწილე მუსიკოსების შესახებ[/blue_box]
ქართველი პიონერი (Dj) არტისტს დავით მაჩაიძეს მსმენელი ყოველთვის კარგად იმახსოვრებს. მისი მუსიკა აერთიანებს Funky House, Disco House, Jazz House და Soulfull House ჟღერადობას.