მცირეწლოვანმა ბავშვმა მაკრატლით დაზიანებები მიიღო

საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში მცირეწლოვანმა ბავშვმა მაკრატლით დაზიანებები მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დედამ ბავშვს სცემა, რა დროსაც ბავშვი წაიქცა და მაკრატლით, რომელიც მას ხელში ეჭირა, დაზიანება მიიღო. უწყების ცნობითვე, ბავშვი საავადმყოფოში იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შსს-ში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ შემთხვევა დღეს, პირველ ივლისს მოხდა.