კახეთში ავტოავარიაში ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა. დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, — უთხრეს ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შსს-ის ინფორმაციით, ავტოავარია 30 ივნისის დილას, სოფელ შიბლიანთან მოხდა — ერთმანეთს მერსედესის მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის სიკვდილი.
მუხლი 6-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.