ბათუმიდან მოსკოვში ჩაფრენილ მგზავრებს აეროპორტში სიცხე გაუზომეს

ინტერფაქსის ინფორმაციით, მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში ბათუმიდან ჩაფრენილ მგზავრებს სიცხე გაუზომეს.

როსპოტრებნადზორის სანიტარებმა უკონტაქტო თერმომეტრები გამოიყენეს, ხოლო მიზანი “რუსეთის ტერიტორიაზე ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენცია იყო”.

ინტერფაქსის ცნობით, ერთ-ერთ ბავშვს 38 გრადუსი ტემპერატურა დაუდგინდა, მშობლებმა მის ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადეს. გამოცემის ინფორმაციით, ექიმებს სხვა “დაავადებულები არ გამოუვლენიათ”.

შემოწმება 30 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით 8 ივლისიდან რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები დროებით შეწყდება.