9 მიზეზი, რის გამოც გახარია უნდა გადადგეს – კახა კოჟორიძე

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი, იურისტი კახა კოჟორიძე ფეისბუკის პირად გვერდზე იმ 9 მიზეზის შესახებ წერს, რის გამოც, მისი მოსაზრებით, შინაგან საქმეთა მინისტრი უნდა გადადგეს.

“გახარია, ჭკვიანი მეგონე…

გაიგე, რომ ეგ არ პრავდება!

სხვებს დაეთხარათ თვალები და შენ დაბრმავდი თუ რა დაგემართა? თუ ჩვენი ინტელექტუალური სიბრმავის იმედი გაქვს?არ არსებობს არგუმენტი სამართლებრივი, მორალური ან პოლიტიკური, რომელიც მაგას გაამართლებს.


გიორგი გახარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომა არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა აქციისა, რომელიც უკვე მერვე დღეა თბილისში, პარლამენტის შენობასთან იმართება. აქციას თავდაპირველად სამი მოთხოვნა ჰქონდა: პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის გადადგომა, 20 ივნისის აქციისას დაკავებულების გათავისუფლება და გახარიას გადადგომა. ამ მოთხოვნებიდან მხოლოდ გახარიას გადადგომა არის შეუსრულებელი.

20 ივნისის აქციის დარბევისას 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, პოლიციელები და ჟურნალისტები. პოლიციის ნასროლი რეზინის ტყვიებით თვალი დაკარგა ორმა ადამიანმა, არაერთმა ადამიანმა კი მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება, მათ ნაწილს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა.

გახარია ამბობს, რომ 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების დასრულებამდე არ გადადგება.

ჩემი გადადგომა ან განმუხტავს, ან გააღრმავებს კრიზისს – გახარია