ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თიბილოვმა სამუშაო ჯგუფს რუსეთთან შეთანხმების პროექტზე მუშაობის დასრულება დაავალა

24 დეკემბერი, 2014 • • 966
თიბილოვმა სამუშაო ჯგუფს რუსეთთან შეთანხმების პროექტზე მუშაობის დასრულება დაავალა

“ლეონიდ თიბილოვი იმ სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა, რომელიც 20 დეკემბერს პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაფუძნდა, და ორდღიან ვადაში დაავალა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის  მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების საბოლოოდ ფორმულირებული პროექტი წარმოადგინონ,”- განაცხადა იანოვსკაიამ.

 

რუსეთის პრეზინდეტის ოფიციალური წარმომადგენლის, ვლადისლავ სურკოვის განცხადებით, რომელიც ცხინვალში  ოფიციალური ვიზიტის დროს გააკეთა, შეთანხმებაზე მუშაობა 2015 წლის იანვრის ბოლომდე უნდა დასრულდეს. 

 

რუსეთ-სამხრეთ ოსეთის შეთანხმების საკითხს 23 დეკემებერს საქართველოს საგარეო უწყებაც გამოეხმაურა. 

 

“საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცენ რუსეთის მორიგ განზრახვას და სათანადო ზეწოლა განახორციელონ მასზე დოკუმენტის ხელმოწერის პრევენციის მიზნით. საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და ერთსულოვანი მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება რუსეთის განგრძობადი სამხედრო აგრესიის, ოკუპაციისა და საბოლოო ანექსიის აღსაკვეთად,”- ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.


მასალების გადაბეჭდვის წესი