ხვალ აქციის მონაწილეები ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართავენ მსვლელობას

ხვალ, 27 ივნისს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართავენ მსვლელობას.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მსვლელობა 19:00 საათის შემდეგ დაიწყება.

აქციის მონაწილეები შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო. სხვა მათი მოთხოვნები- ირაკლი კობახიძის გადადგომა, დაკავებულების გათავისუფლება და პროპორციული საარჩევნო სისტემა – ამ დროისთვის შესრულებულია.