ჰოლანდიის ელჩი უცხოელ ტურისტებს საქართველოში იწვევს

საქართველოში ჰოლანდიის ელჩი იოჰანეს დაუმა შეუერთდა კამპანიას, რომლის მონაწილეები უცხოელ ტურისტებს საქართველოში მოგზაურობისაკენ მოუწოდებენ.

A favorite pastime, #LisiLake at just some kilometer from my house. #Tbilisi is much more than a 1,5 million capital of beautiful #Georgia.#TraveltoGeorgia?? #VisitGeorgia?? #SpendsummerinGeorgia pic.twitter.com/chdBY0PacA

— Jos Douma (@Jos_Douma) June 26, 2019

ჰოლანდიის ელჩი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიების ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ ეს მისი ფავორიტი ადგილია.

“თბილისი უფრო მეტია, ვიდრე ულამაზესი საქართველოს დედაქალაქი (1.5-მილიონ მოსახლით)”, – წერს ჰოლანდიელი დიპლომატი.

შეგახსენებთ, რომ 8 ივლისიდან ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით საქართველოს წინააღმდეგ “ტურისტული ემბარგო” ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები დროებით შეწყდება. ბლოკადის საპასუხოდ ბიზნესისა და საზოგადოების ნაწილი სხვადასხვა ინიციატივით გამოდის.