თვალებში არ შემოგვხედოს ან ცალი თვალი დახუჭოს – მაქს მაჩაიძე გახარიაზე

“რაც შეეხება გახარიას, აწი თუ გადაწყვეტს, რომ ხალხთან დაილაპარაკოს, თვალებში ნუ შეხედავს ნურავის, ქვევით დაიხედოს ჯობია. თუ მაინც გადაწყვეტს, რომ თვალებში შემოგვხედოს, მინიმუმ ცალი თვალი მაინც დახუჭოს’ , – ეს განცხადება აქციაზე “სირცხვილია”, არტისტმა მაქს მაჩაიძემ (კაიაკატა) გააკეთა.

ის სიტყვით გამოვიდა აქციაზე, სადაც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ, და რუსეთის ოკუპაციაც გააპროტესტა.