შვედეთის ელჩი შვედებს საქართველოში მოგზაურობისაკენ მოუწოდებს

შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი შვედეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისაკენ მოუწოდებს.

“ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, საქართველო აღმაფრთოვნებლად ლამაზი ქვეყანაა, შესანიშნავი სტუმართმოყვარეობით. აუცილებლად უნდა ჩახვიდეთ, თუ არ ყოფილხართ, ხოლო თუ ნამყოფი ხართ – დაბრუნდეთ”, – წერს ელჩი ტვიტერზე და შვედეთის მოქალაქეებისათვის სამოგზაურო ინფორმაციის შემცველ ბმულს ავრცელებს.

I’ve said it before and I’ll say it again. #Georgia ?? is a stunningly beautiful country with amazing hospitality. A must visit if you haven’t been here. A place to return to if you have.
Travel info for ?? citizens on https://t.co/nYLTCUrFm9 https://t.co/NMp4glWTFF

— Ulrik Tideström ?? (@UTidestrom) June 25, 2019

შეგახსენებთ, რომ 8 ივლისიდან ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით საქართველოს წინააღმდეგ “ტურისტული ემბარგო” ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები დროებით შეწყდება. ბლოკადის საპასუხოდ ბიზნესისა და საზოგადოების ნაწილი სხვადასხვა ინიციატივით გამოდის.