პრემიერი: ბერუჩაშვილის იდეა იყო, პრეზიდენტს წარმოედგინა საქართველო ევროპარლამენტში

“ქალბატონი თამარ ბერუჩაშვილის იდეა იყო, რომ ვინაიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ობიექტური მიზეზების გამო, ვერ დაესწრება ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას, ამიტომ მისი ინიციატივა იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტისთვის შეგვეთავაზებინა და გვეთხოვა, წარმოედგინა საქართველო ევროპარლამენტში და საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა წარმოადგინოს ქვეყანა რატიფიკაციის დღეს. მე ვთხოვე თამარ ბერუჩაშვილს, გაჰყოლოდა პრეზიდენტს და ხელშეკრულების რატიფიკაციას ისინი დღეს ერთად დაესწრებიან”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე.


ღარიბაშვილის თქმით, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია და მან ეს მიულოცა საქართველოს მოსახლეობას.


ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულება 2014 წლის ზაფხულში გაფორმდა. დღეს მისი რატიფიცირება დაგეგმილია ევროპარლამენტში, სადაც მიწვეული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.