დემონსტრაცია მეხუთე დღეს პარლამენტის ირგვლივ მსვლელობით დასრულდა

დემონსტრანტებმა  თბილისში, პარლამენტის შენობის ირგვლივ მსვლელობა მოაწყვეს. ასე დასრულდა პროტესტის მეხუთე დღე.

აქცია თბილისში  25 ივნისს კვლავ 19.00 საათზე  გაგრძელდება შსს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის და 20 ივნისის აქციის დაშლისას დაპატიმრებულების გათავისუფლების მოთხოვნით.