პარლამენტთან გიორგი გახარიას ბიუსტს თვალი აუხვიეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე აქტივისტებმა გიორგი გახარიას ბიუსტი მიიტანეს და სიმბოლურად აუხვიეს ცალი თვალი წითელი ლენტით.

ბიუსტი, რომელიც თბილისის კლუბებში ჩატაარებული სპეცოპერაციიდან ერთი წლისთავზე დაამზადეს და დროებით განათავსეს პარლამენტის შენობასთან, ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში ბოდიშს იხდის.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ფართომასშტაბიანი აქციების ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ შს მინისტრის გადადგომაა.

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაარბია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

დაზიანებიბი მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი. დააკავეს 305 პირი. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით. დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თუმცა აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და ითხოვენ როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ისე – საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით და 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლეას.

მმართველმა პარტიამ ამ დრომდე მხოლოდ ერთი მოთხოვნა, 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება დააკმაყოფილა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 24 ივნისს განაცხადა, რომ მმართველი პარტია მზადაა შემდეგი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩაატაროს.