რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს აფრთხილებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს და საქართველოში მყოფ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს აფრთხილებს:

„თბილისში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში ან გეგმავენ წასვლას, ვურჩევთ გამოიჩინონ სიფხიზლე და თავი აარიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს“ – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე: 

რუსული მხარე თბილისში დაწყებული არეულობის გამოძიებაში უნდა ჩაერთოს – გავრილოვი