“გამომდინარე იქიდან, რომ “ხუდონჰესი” დაკავშირებულია გარემოსდაცვით საკითხებთან, სოცილურ საკითხებთან, ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სახელმწიფოს ჩართულობა ამ პროექტში” – აცხადებს ხოკრიშვილი. 


გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ინფორმაციით, სამინისტროში პროექტის შესახებ გარემოს დაცვის შეფასების ანგარიში არ შესულა: 

 

“რაც შეეხება გარემოზე ზემოქმედებას, მიმდინარეობს ჯერ “ხუდონჰესის” პროექტან დაკავშირებით ჩამოყალიბება და ინვესტორთან მოლაპარაკებები პირობებზე. აქედან გამომდინარე, ვიდრე არ დასრულდება ეს მოლაპარაკებები, მანამდე რაიმე სახის შეფასება რთული იქნება. გარემოს დაცვის სამინისტროში არ არის შემოსული ამ პროექტთან დაკავშირებული გარემოზე ზემოქმედების შეფასება.”

 

თუ კომპანია “ტრანს ელექტრიკა” ენერგეტიკის სამინისტროს საბანკო გარანტიას და დამფუძნებლების შესახებ ინფორმაციას არ მიაწვდის, შესაძლოა, “ხუდონჰესის” პროექტის განხორციელება სახელმწიფომ დაიწყოს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა.  

 

“იმედი მაქვს, “ტრანს ელექტრიკასთან” გავაფორმებთ ახალ მემორანდუმს, სადაც კონკრეტულად იქნება გაწერილი, რა უნდა განახორციელოს და გააკეთოს კომპანიამ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ეს კომპანია შეძლებს ამ პროექტის განხორციელებას. აქ საკმაოდ დიდ თანხაზეა საუბარი. თვითონ სამშენებლო ღირებულება ამ პროექტის 750 მლნ აშშ დოლარია. ბანკების მომსახურებით თანხა 1 მილიარდამდე ავა. მათ უნდა დაასაბუთონ, რომ ეს პროექტი იქნება განხორციელებული. ასევე ჩვენი მოთხოვნა არის, ყველაფერი იყოს გამჭვირვალე.”

 

კახა კალაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ თუ “ტრანს ელექტრიკა” სამინისტროს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, შესაძლოა “ხუდონჰესის” პროექტი სახელმწიფომ განახორციელოს:   

 

“ჩვენ მოვთხოვეთ, მათ წარმოადგინონ დამფუძნებლების სია. ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე. არ უნდა იყოს კომპანია ოფშორში დარეგისტრირებული. თუ “ტრანს ელექტრიკამ” ვერ წარმოადგინა დამფუძნებლების სია და საბანკო გარანტია, არ გამოვრიცხავ, რომ “ხუდონჰესის” პროექტის განხორციელება სახელმწიფომ იკისროს. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს.”

 

კომპანია “ტრანს ელექტრიკაში” “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამ თემაზე სხვა კომენტარს არ გააკეთებენ.

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხუდონჰესის დადგმული სიმძლავრე 702 მგვტ იქნება. ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება -1.5 მლრდ კვტ.სთ. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის განმახორციელებელ კომპანიას 2014 წლის 1 მარტამდე უნდა დაეწყო მშენებლობა, ამ დრომდე ჰესის მშენებლობისათვის საჭირო ვერც ერთი ნებართვა  ვერ მიიღო. გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 111 შენიშვნის მიღების შემდეგ კომპანიას არ წარმოუდგენია გარემოზე ზემოქმედების შეფასების განახლებული ანგარიში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *