ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პრემიერი: სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას ჩვენი ინტერესებისთვის გამოვიყენებთ

11 დეკემბერი, 2014 • • 1004
პრემიერი: სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას ჩვენი ინტერესებისთვის გამოვიყენებთ

“მიუხედავად იმისა, რომ იანვრიდან სომხეთი გახდება ევრაზიული კავშირის წევრი, ხოლო ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, ჩვენს ურთიერთობებს ეს არ შეეხება. პირიქით, ჩვენ ამას გამოვიყენებთ ჩვენი ქვეყნებისთვის, ჩვენი ინტერესებისთვის. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნებასა და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს და სომხეთის საზღვარზე, სადახლოს გამშვებ პუნქტთან უნდა აშენდეს მეგობრობის ხიდი. სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში სტუმრად დღეს ჩამოვიდა.

ირაკლი ღარიბაშვილი - EPA/HANNIBAL HANSCHKE
ირაკლი ღარიბაშვილი – EPA/HANNIBAL HANSCHKE

მასალების გადაბეჭდვის წესი