რა უნდა გააკეთოთ, თუ ცრემლსადენ გაზს ჩაისუნთქავთ

თუკი ცრემლსადენი გაზი შეისუნთქეთ, აჯობებს, ასე მოიქცეთ:

სუფთა ჰაერზე გადით. თუ შესაძლებელია, სახე ქარს/ნიავს მიუშვირეთ.

ასე გამოდევნით პირის ღრუდან ქიმიკატებს, რაც, სავარაუდოდ, გაზის ჩასუნთქვისას შეგყვათ

ტანსაცმელი ადვილად იჟღინთება ცრემლსადენი გაზის შემადგენელი ნივთიერებებით და შესაძლებელია, სიმპტომებმა უფრო მეტხანს არ გაგიაროთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად გაიხადოთ ის ტანისამოსი, რაც შესუნთქვის მომენტში გეცვათ.

თუკი კონტაქტური ლინზები გაქვთ, მოიხსენით. თვალი ცივ წყალს მიუშვირეთ, ოღონდ მანამდე თავი ოდნავ გადახარეთ იმ მხარეს, რომელი მიმართულებითაც აპირებთ წყლის გამოვლებას. გაიმეორეთ იგივე მეორე მხარესაც.

დაასველეთ პირსახოცი კანოლის ზეთში და კანზე დაისვით. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ გაიწმინდეთ კანი სხვა, ეთილის სპირტით დასველებული ნაჭრით. თვალებთან ფრთხილად იყავით.

თავი აარიდეთ ცხელ წყალს, რადგან ცხელი წყალი ფორებს ხსნის და ამის გამო, შესაძლოა, უფრო მწვავე შეგრძნება გამოიწვიოს.

დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს. ეს რჩევები ვერ ჩაანაცვლებს კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას.


თბილისის ცენტრში პოლიცია უკვე რამდენიმე საათია არბევს აქციის მონაწილეებს ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით.

ფოტოები, რომელზეც სავარაუდოდ თვალის დაზიანებებია აღბეჭდილი – მძიმე კადრები