ბრიტანეთის საელჩო თბილისში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

ბრიტანეთის საელჩო თბილისში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებენ.

საელჩო მოუწოდებს მხარეებს სიმშვიდე შეინარჩუნონ და კანონის ფარგლებში იმოქმედონ:

“თვალყურს ვადევნებთ თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს.კარგად გვესმის დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების გულისტკივილი. მოვუწოდებთ მხარეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში” – აცხადებენ ბრიტანეთის საელჩოში.

მანამდე, პარლამენტის შენობასთან მივიდა გერმანიის ელჩი საქართველოში.

პარლამენტში გერმანიის ელჩი მივიდა