ბრიტანეთის საელჩო თბილისში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებენ.

საელჩო მოუწოდებს მხარეებს სიმშვიდე შეინარჩუნონ და კანონის ფარგლებში იმოქმედონ:

“თვალყურს ვადევნებთ თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს.კარგად გვესმის დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების გულისტკივილი. მოვუწოდებთ მხარეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში” – აცხადებენ ბრიტანეთის საელჩოში.

მანამდე, პარლამენტის შენობასთან მივიდა გერმანიის ელჩი საქართველოში.

პარლამენტში გერმანიის ელჩი მივიდა