პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა ჯილდო ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებს გადასცა. პრეზიდენტის სასახლეში ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე, ქალიშვილი ანა ჟვანია, დედა რემა ჟვანია და ძმა გოგლა ჟვანია იმყოფებოდნენ.

 

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა დიდუბის პანთეონში კიდევ ერთხელ მიაგო პატივი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინიტრის, სახელმწიფო მოღვაწისა და მეგობრის ზურაბ ჟვანიას ხსოვნას. ზურაბ ჟვანიას დღეს 51 წელი შეუსრულდებოდა.


ზურაბ ჟვანია
ზურაბ ჟვანია