ეპისკოპოსი კალისტრატე გარდაიცვალა

ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი, მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ქუთაის-გაენათის ეპარქიაში დაუდასტურეს.

სასულიერო პირი კლინიკა “ევექსში” მკურნალობდა, ბოლო ხანს კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

ეპისკოპოსის გარდაცვალებაზე ინფორმაცია 19 ივნისსაც გავრცელდა, თუმცა მაშინ ის მცდარი აღმოჩნდა.

სასულიერო პირის ცხედარი ბაგრატის ტაძარშია დასვენებული.