ხაჯიმბამ აფხაზეთის პარლამენტში რუსეთთან შეთანხმება რატიფიცირებისთვის შეიტანა

წინადადება რატიფიკაციის შესახებ აღნიშნული შეთანხმების რატიფიკაციისთვის მიზანშეწონილობის დასაბუთებასა და რატიფიკაციის შედეგად აფხაზეთისთვის ფინანსურ-ეკონომიკური სარგებლის შეფასებებს მოიცავს. 


24 ნოემბერს რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის პირველმა პირებმა სოჭში ხელი “მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” შეთანხმებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული შეთანხმება აფხაზეთსა და რუსეთს შორის სხვადასხვა, მათ შორის სამხედრო სფეროში მჭიდრო კავშირს გულისხმობს.


 
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.