ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხური დრამი დოლართან მიმართებაში დღითიდღე უფასურდება

8 დეკემბერი, 2014 • • 3424
სომხური დრამი დოლართან მიმართებაში დღითიდღე უფასურდება

სომხური დრამი აშშ დოლართან მიმართებაში 2006 წლის შემდეგ ასე არ გაუფასურებულა. ამჟამად სომხეთის ბანკებში 1 აშშ დოლარის გაყიდვის კურსი 453-დან 465 დრამამდეა, ხოლო შესყიდვის კურსი – 459.05 დრამი.  

 

სომხეთის ცენტრალური ბანკის განცხადებით, სავალუტო ბაზარზე ვითარების დასარეგულირებლად, კურსის მერყეობის დასაძლევად და სავალუტო ბაზარზე ბალანსის აღსადგენად 8 დეკემბრიდან მიმდინარე წლის ბოლომდე, ყოველდღიურად, წინასწარ გამოცხადებული მაქსიმალური შეზღუდვებით ვალუტას გასაყიდად აუქციონზე გაიტანს.

 

საფინანსო ბაზარზე გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსთა უწყება მის მიერ განხორციელებული აუქციონის შედეგებს ყოველდღიურად გამოაქვეყნებს.

 

ცენტრალური ბანკის ყოველდღიური ჩარევა დრამის დაბალანსებული ზღვარის ფორმირებამადე შემცირდება, ნათქვამია ცენტრალური ბანკის განცხადებაში. 

 

ამასთან, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამჟამად სიტუაციაზე რეალური გავლენის მოხდენა რთული იქნება, რამდენადაც სომხეთის ეკონომიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის ეკონომიკასთან, რომელსაც საკუთარი სირთულეები აქვს, ასევე იმასთან, რომ რუსეთიდან ტრანსფერები უეცრად შემცირდა. 

 

დრამი აგრძელებს ვარდნას, ფასები კი უკვე საგრძობლად გაიზარდა. 

 

დრამის სკულპტურა სომხეთის ცემტრალური ბანკის შენობის წინ
დრამის სკულპტურა სომხეთის ცემტრალური ბანკის შენობის წინ

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი