იანვარ-მაისში ევროკავშირთან ექსპორტი 22.1%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-მაისში 2018 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ევროკავშირში ექსპორტი 22.1%-ით გაიზარდა. ჯამში მიმდინარე წლის 5 თვეში ევროკავშირში 360.9 მლნ. აშშ დოლარის საქონელი გავიდა ექსპორტზე.

ექსპორტის მსგავსად ევროკავშირთან 11.5%-ით გაიზარდა იმპორტიც და იანვარ-მაისში 885.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. 2019 წლის იანვარ-მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტი 28.3%-ით გაიზარდა და  748.7 მლნ.
აშშ დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით დსთ-ს ქვეყნების წლის მთლიან ექსპორტში 51.1%-ია.

რაც შეეხება მთლიან ექსპორტს, მიმდინარე წლის 5 თვეში 14.2%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. იანვარ-მაისში 2018 წელთან შედარებით, იმპორტი 3.6%-ით შემცირდა და 3 492.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები შემდეგია:

2019 წლის იანვარ-მაისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა (261.1 მლნ. აშშ დოლარი). მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები (207.8 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები, 136.7 მლნ. აშშ დოლარით.