ჰოლანდიის საელჩო ტურისტებს პრაიდის კვირეულის დროს შესაძლო ძალადობის შესახებ აფრთხილებს

ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ “თბილისი პრაიდის“ კვირეულში, მათი უსაფრთხოება შესაძლოა რისკის ქვეშ დადგეს.

განცხადებაში, რომელსაც საელჩო ფეისბუკ გვერდზე აქვეყნებს, ნათქვამია, რომ პრაიდის კვირეულის დროს, გავრცელებული ინფორმაციით, შსს ამბობს, რომ უსაფრთხოების გარანტიას ვერ იძლევა.

“ჰოლანდიელ ტურისტებს მოვუწოდებთ, რომ ღირსების მარშის დროს უსაფრთხო დისტანცია დაიცვან, ვინაიდან კონტრდმონსტრაციებმა შესაძლოა ძალადობრივივი შეტაკებები გამოიწვიოს”, – აცხადებს საელჩო.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ მათ უსაფრთხოების გარანტირება არ შეუძლიათ, თუმცა, უწყება დაცვის პირობას იძლევა“,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.