ქუთაისის მე-3 სკოლის სახურავს ხანძარი გაუჩნდა. ამის შესახებ ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს.

უწყებაში ამბობენ, რომ სკოლაში ამ დროისთვის ბავშვები არ იმყოფებიან და საფრთხე არავის ემუქრება. რაც შეეხება ხანძარს, თავდაპირველად დაკვავმლიანება სკოლის სპორტის დარბაზში გაჩნდა, შემდეგ კი მაშველებმა ცეცხლის კერა სახურავზე აღმოაჩინეს.

ადგილზე 7 სახანძრო მანქანაა მობილიზებული. საგანგებოში ამბობენ, რომ ამდენი მანქანა ადგილზე პრევენციის მიზნით მივიდა.

გარეკანი ფოტო: მესამე სკოლის ფეისბუკ გვერდი