ირაკლი ალასანია ჯეიმს აპატურაის შეხვდა


შეხვედრის ამსახველი ფოტოები “თავისუფალი დემოკრატების” ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა. ფოტოდან ირკვევა, რომ აპატურაი ასევე საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, მაია ფანჯიკიძესა და ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილ მინისტრს, ალექსი პეტრიაშვილს შეხვდა. 


სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში  NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი საქართველოში დღეს, 4 დეკემბერს ჩამოვიდა და მაღალჩინოსნებთან ოფიციალური შეხვედრები გამართა.