ილია მეორემ კალაძეს ოჯახი დაულოცა და უმცროსი შვილები მოუნათლა

14 ივნისს სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა თბილისის მერი კახა კალაძე და მისი ოჯახის წევრები მიიღო. ინფორმაციას ამ შეხვედრის შესახებ საპატრიარქო ავრცელებს.

“დღეს მოინათლნენ ბ-ნ კახის უმცროსი შვილები და მათი ნათლია მისი უწმინდესობა გახდა”, – იუწყება საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდი.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ფოტომასალაში ასევე ჩანს დეპუტატი ივლიანე (ილია) წულაია.