გიორგი სიგუა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა

თავის დროზე გიორგი შოვნაძე, რომელიც პოსტს ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროიდან იკავებდა, გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა ხაუთნა გოგალაძემ მოხსნა, თუმცა ერთი კვირის წინ პოსტზე სასამართლომ აღადგინა.


გიორგი სიგუამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ მას პოსტი გარემოს დაცვის და სააგენტოს ხელმძღვანელობამ შესთავაზა, თუმცა კონკრეტული თანამდბეობის პირის დასახელებისაგან თავს იკავებს.


„საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელი გიორგი სიგუა დაკავებული თანამდებობიდან 4 აგვისტოს გათავისუფლდა. მის სახელს უკავშირდება ანაკლიაში “კაზანტიპის” ფესტივალის ორგანიზება.


გიორგი სიგუა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
გიორგი სიგუა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი