ესტონეთში ყოფილი ელჩი ჯანდაცვის მინისტრის I მოადგილედ დაინიშნა

ესტონეთში საქართველოს ყოფილი ელჩი თეა ახვლედიანი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

I მოადგილის პოსტზე ის ზაზა ბოხუას შეცვლის, რომელიც მინისტრის მოადგილის პოსტზე რჩება, თუმცა, არა I მოადგილის.

თეა ახვლედიანი 2014 წლიდან მიმდინარე წლის მაისამდე ესტონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტს იკავებდა.