ბასილაშვილი ფუჩოვიჩთან დამარცხდა და მერსედესის თასს გამოეთიშა

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მიმდინარე მერსედესის თასზე ნიკოლოზ ბასილაშვილი უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩთან დამარცხდა და საერთაშორისო ტურნირს გამოეთიშა.

პირველი სეტი ბასილაშვილმა ტაიბრეიკზე მოიგო, თუმცა მეორე და მესამე სეტები უნგრელის გამარჯვებით დასრულდა – 7:6, 2:6, 5:7.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტურნირზე მე-4 ნომრად იყო განთესილი და მეორე წრიდან ჩაერთო გათამაშებაში.

ბასილაშვილი და ფუჩოვიჩი მიმდინარე წელს უკვე მეოთხედ შეხვდნენ ერთმანეთს, საიდანაც სამჯერ უნგრელმა ჩოგბურთელმა გაიმარჯვა. ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში მე-17 ადგილზეა, ხოლო მარტონ ფუჩოვიჩი- 50-ზე.