ციხის ექიმების გადამზადების პროგრამა დაიწყო

სამინისტროს ცნობით, პროგრამა მოიცავს ისეთ მოდულებს, როგორიცაა: პაციენტის პირველადი და მეორადი შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიები; გულ-ფილტვის რეანიმაცია და დეფიბრილატორის გამოყენება; რესპირატორული არესტის მართვა; გუნდური  მუშაობის კონცეფცია; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მწვავე პათოლოგიების მართვა; ნარკომანიით დაავადებულ ან ნარკომანიის ანამნეზის მქონე პაციენტებში ტკივილის მართვა და ტრავმის შეფასება და მართვა. 

 

პროგრამაში პირველ ეტაპზე პენიტენციური ჯანდაცვის 70 ექიმი ჩაერთვება – მათ პროგრამის დაწყებამდე და პროგრამის დასრულების შემდეგ ტესტი ჩაუტარდებათ. 

 

სწავლება ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ მხარდაჭერით კლინიკა „მედიქლაბის“ ბაზაზე ჩატარდება.